ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი გადადგა
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის თანამდებობიდან.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა განცხადებები, გამოიკვეთა ჩემსა და მმართველს გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულად ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში იყო მთელი რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომლის გამოც ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული პოზიციები“ , - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აქვე ისაუბრა მისი მმართველობის დროს ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებზე და განაცხადა რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

„ჩემთვის ეს თანმდებობა იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და ვცდილობდი პატივის გრძნობით მეტარებინა ის. ვეცადე ვყოფილავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. ყოვეთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე და აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება. მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.