ახალი ამბები
აფხაზეთის ე.წ პასპორტების მიღების მსურველთა რიცხვმა იკლო
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის დამადასტურებელი, ე.წ. ახალი პასპორტის მიღებაზე მსურველთა განცხადებების რაოდენობამ იკლო. ამის შესახებ ინფორმაცია საპასპორტო განყოფილების უფროსმა ედუარდ მანაგრიამ ვიცე-პრემიერ ასტამურ ქეცბას მიაწოდა. მისივე თქმით, ახალი პასპორტი ამ დროისთვის მხოლოდ 70 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ პასპორტიზაციის პროცესი წლის ბოლომდე ვერ დასრულდება.

„ზოგიერთი რაიონის საპასპორტო განყოფილებებში შეინიშნება ახალი პასპორტის მიღებაზე განაცხადების რაოდენობის შემცირება“, - აღნიშნა მან, თუმცა რომელ რაიონებს შეეხება საუბარი, „აფხაზია ინფორმის“ მასალაში არ არის დაკონკრეტებული.

თავის მხრივ, ასტამურ ქეცბას განცხადებით, ამ მიმართულებით აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა რაიონების ადმინისტრაციასთან, მიგრაციის სამსახურთან, პოლიციასთან. ნებისმიერი პრობლემა კი, რომელიც მოცემულ პროცესში წარმოიშობა, მალევე უნდა განიხილონ და გადაწყვეტის გზები მოძებნონ.

ე.წ. ძველი პასპორტების ახლით შეცვლის პროცესი 2016 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. დე ფაქტო ხელისუფლებამ პასპორტების შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პროკურატურამ გალში „გაყალბებული პასპორტები" ამოიღო.

ამასთან, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა შარშან, მარტში მიიღო „კანონი“, რომელიც რეგიონში მცხოვრები „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებით, „დროებითი ბინადრობის მოწმობა“ მიენიჭება მეტწილად გალის მცხოვრებლებს, რადგან მათ უმრავლესობას არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“ და წლების განმავლობაში ამის გამო ეკრძალებოდათ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო
11:46 / 20.10.2019
ზუგდიდში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საპროექტო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ
11:05 / 20.10.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ
დღეს ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი
19:54 / 19.10.2019
დღეს ჩხოროწყუში სახალხო ზეიმი "კოლხური შემოდგომა" გაიმართა, რომლის ფარგლებშიც
მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას.
ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება
17:08 / 19.10.2019
მივალთ ყველა რაიონში, ყველა ქალაქში, დაველაპარაკებით ყველას. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.