ახალი ამბები
დეპუტატმა პრემიერობის კანდიდატს წალენჯიხის და ჩხოროწყუს გაზიფიცირებით დაინტერესება სთხოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში წალენჯიხის და ჩხოროწყუს გაზიფიცირებას გაითვალისწინებენ. მან უპასუხა ამ ორი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვას. გოგა გულორდავას თქმით, ქვეყანაში ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის საკითხი გადასახედია. მისი მუნიციპალიტეტებისთვის კი, რომელიც ტურისტულად მიმზიდველია, თემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სამწუხაროდ დღეს ორივე მუნიციპალიტეტი შედის იმ 8 მუნიციპალიტეტის სიაში, სადაც საერთოდ არ დაწყებულა გაზიფიცირება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ეს არამხოლოდ ჩვენი ბუნებრივი რესურსების დაცვის მდგომარეობით, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, ასევე სხვა პოტენციალები ეკონომიკრი განვითარების კუთხით. ძალიან გთხოვთ ამ ტრიბუნიდან, ამ ორი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროექტი როგორმე ინდივიდუალურ ჭრილში განვიხილოთ“, - მიმართა პარლამენტარმა მამუკა ბახტაძეს, სადაც მისი ხედვა მოისმინეს ქვეყნის განვითარების თაობაზე.

პასუხად პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირება ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ისინი ინტენსიურ სამუშაოებს ახორციელებენ,

„ის მიმართულება, რომელიც თქვენ აღნიშნმეთ, ეს დაახლოებით 17 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება. დამთავრებულია პროექტი და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ საკითხს გავითვალისწინებთ“, - განმარტა პასუხად მამუკა ბახტაძემ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
18:51 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
18:30 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.