ზუგდიდში ჭადრაკის ჩემპიონატის გამარჯვებულები დააჯილდოვეს [ფოტო]
20 წლამდე ღია ტურნირში პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ბეჭვაია. მეორე და მესამე ადგილები გიორგი სართანიამ და გიორგი კუხალეიშვილმა გაინაწილეს.
14 წლამდე გოგონათა შორის გაიმარჯვა ანა კვიკვინიამ. საპრიზო ადგილები დაიმსახურეს ქეთევან ბეჭვაიამ და ნანიკო შარიამ.

რაც შეეხება შეჯიბრს 12 წლამდე ვაჟთა შორის, პირველი ადგილი მოიპოვა მიხეილ სიჭინავამ. გრიგოლ ბეჭვაია და დიმიტრი ანთელავა კი მეორე და მესამე პოზიციებზე გავიდნენ.
8 წლამდე ჭაბუკთა დაპირისპირებაში გამარჯვებული ზურაბ ტიბუა გახდა. გიორგი მოსიძემ და სანდრო ფიფიამ კი საპრიზო პოზიციები გაინაწილეს.
ამავე ასაკობრივ კატეგორიაში გოგონათ შორის პირველი ადგილი დაიკავა თამარ მოსიამ. ქრისტინე ბეჭვაიამ მეორე, მესამე ადგილზე კი ლიზი წიფურია გავიდა.

სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ჭადრაკის განვითარების განყოფილების უფროსმა გიორგი ბერიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შეჯიბრის მონაწილეები შეირჩნენ გასული წლის ჩემპიონატიდან, ასევე მიმდინარე წლის ზუგდიდის ჩემპიონატის პირველი ლიგიდან და ნომინაციით.
ღონისძიება გაიმართა შვეიცარული სისტემით 7 ტურად. 20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დაითვალეს „ფიდე-ს“ რეიტინგი.

პრიზიორები დაჯილდოვდნენ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ მიერ დაწესებული თასებით, მედლებით და დიპლომებით. ჩემპიონატის 15 პრიზიორისთვის „მაკდონალდსმა“, რომელიც ჩემპიონატს მასპინძლობდა, დააწესა საჩუქრები, მათ შორის დამატებითი საჩუქრები გამარჯვებულებისთვის.
შეჯიბრი 20 ივნისს დაიწყო და დღეს დასრულდა.