ციხელაშვილი ე.წ. შავ სიაზე: ეს არის ჩვენი პასუხი ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე
რაც შეეხება ვარაუდებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პირი შეიძლება არ იყოს ცოცხალი, მინისტრი ამბობს, რომ ეს სამართალდამცველებისთვის ვერ იქნება საფუძველი კონკრეტული ადამიანების მიმართ საქმის დახურვის. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ეს სია არის ქართული მხარის პასუხი კრიმინალის, მკვლელობების, წამების ფაქტებზე.
რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლას, რაზეც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრი ამბობს, რომ ყველა მის მიერ ნახსენები მოცემულობის გათვალისწინებით, მათი პოზიცია ცალსახაა. ამიტომაც, როცა კონსტრუქციოლობაზე მიდგება საუბარი, კონსტრუქციულად მიაჩნია არსებული ფორმატების შენარჩუნება და მის ფარგლებში ყველა მტკივნეული საკითხის განხილვა, ასევე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ციხელაშვილი ამბობს, რომ ოთხოზორიას მკვლელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რადგან დამნაშავეს ეროვნება არ აქვს.
სოხუმის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება „პროვოკაციულია“ და თუკი მსგავსი მიდგომები გაგრძელდება, შესაძლოა ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაზეც იფიქრონ.
ე.წ. შავ სიას დე ფაქტო ხელისუფლება გალის მიმდინარე შეხვედარზეც დააყენებს.