სუბარი: ჟენევის ფორმატიდან გასვლა არა აფხაზების, არამედ რუსეთის პოზიციაა [ვიდეო]
„პირველ რიგში, მთავარია ის საკითხები, რომელიც ამ ფორმატზე დგას, მუდმივად დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში. პერიოდულად ხდება ხან დატოვება, ხან ჩაშლა, მაგრამ მთლიანობაში ფორმატი მაინც გაგრძელდება“, - განმარტა სოზარ სუბარმა.
სოხუმი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიით უკმაყოფილოა და მას თბილისის მხრიდან მორიგ „პროვოკაციულ“ ნაბიჯად აფასებს. ასევე, იმუქრება ჟენევის ფორმატის შექყვეტით. დღესვე აფხაზებმა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჩაშალეს გალის შეხვედრა, რადგან ქართული მხარე არ დათანხმდა დრის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას საკითხის ამოღებას.
გაგრძელდება ათუ არა ჟენევის და გალის შეხვედრები, ჯერჯერობით უცნობია.
ე.წ. შავ სიასთან დაკავშირებით ზუგდიდში მყოფმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ის კიდევ უფრო გაფართოვდება. ამ სიაზე ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმაც.