ზუგდიდში მყოფ პრემიერს ომის ვეტერანთა პენსიის გაზრდა სთხოვეს
„ვეტერანთა პენსიები, ეს არის 22 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო ასაკის ხარ. მთლიანად საქართველოს მეომრების სახელით ვამბობ, თუ არის შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ“, - მიმართა მან მთავრობის მეთაურს.
პრემიერმა დაადასტურა, რომ ეს არის ნამდვილად ის საკითხი, რომელიც ღირსებას ნამდვილად არ მატებს ქვეყნის საბიუჯეტო პოლიტიკას. თუმცა, აღნიშნა, რომ მუშაობენ ცალკეულ ინიციატივებზე, რომელიც შესაძლოა უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული ახალი აქტივობები იქნება ამ მიმართულებით. ეს მარტო პენსიას არ უნდა გულისხმობდეს, ეს უნდა გულისხმობდეს მათ შორის ბინათმშენებლობასაც. მე ვიცი, რომ ვეტერანების ოჯახების დიდი ნაწილისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა“, - განმარტა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერი დღეს ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას, მათ შორის ახალგაზრდებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. დააანონსა რამდენიმე ინფრასქტუქრული პროექტი და აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.