ახალი ამბები
კორცხელის ინციდენტში ბრალდებული: უმიზეზოდ არავისთვის დაგვირტყამს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს კორცხელის ინციდენტში მონაწილე ბრალდებული სპორტსმენები დაიკითხნენ.

ბრალდებულმა ვლადიმერ გეგეშიძემ განაცხადა, რომ მას მეგობრები ჰყავს „ქართულ ოცნებაში“ და ზუგდიდში მათ საგულშემატკივროდ ჩამოვიდა არჩევნების წინა დღეს, დილით კი საარჩვენო უბანზე მივიდნენ და ყველაფერი მშვიდად იყო მანამ, სანამ ნიკა მელია არ გამოჩნდა.

„მან დაიწყო ჩვენი ლანძღვა, შეურაცხყოფა, გვეძახა ზონდერები, აქ რა გინდათ, კუნთებს დაგაჭრით, ვინ ჩამოგვიყვანათ, რამდენს გიხდიან, მერე შეგვაგინა. ვიღაცამ ტუჩებში შემოარტყა, მაგრამ ჩვენიანს არ დაურტყამს. იმათ ეგონათ, რომ ჩვენ დავარტყით და ასე დაიწყო ჩხუბი. მეც მომხვდა. არ დამინახავს ვინ დამარტყა. შევტრიალდი და ვუპასუხე. ვიღაცას ჰქონდა ჯოხი და იქნევდა, წავართვი და გამოვიყენე თავდაცვისთვის. შემდეგ ადგილობრივმა მითხრა მომეციო და მივეცი“, - განაცხადა ვლადიმერ გეგეშიძემ.

პროკურორმა ნუგზარ ჯიქინძემ ბრალდებულს უთხრა, რომ მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში არ ჩანს, რომ ბრალდებულს ურტყამენ, რაზეც გეგეშიძემ უპასუხა, რომ ტელევიზიები მას არ დაუნახავს.

„უმიზეზოდ არავისთვის დაურტყამთ. ვინც გვირტყამდა, იმათ ვუპასუხეთ", - განაცხადა გეგეშიძემ.

ბრალდების მხარისვე თქმით, კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ მისდევს გეგეშიძე გაქცეულ თენგიზ გუნავას, სახეში ურტყამს ლაშა დამენიას, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებს კიკალიშვილს და ლაშხიას. მის კითხვაზე, თუ რა იყო ამის მიზეზი, გეგეშიძემ უპასუხა, რომ არ ახსოვს, „თუმცა მიზეზი იქნებოდა“.

გეგეშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა დაარტყეს მის მეგობარს ტყეშელაშვილს. მისივე თქმით, დაზიანება მიაყენეს თავის არეში ერთ მეგობარსაც, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მოსამართლის კითხვაზე, თუ ვინ არის მისი დაზარალებული მეგობარი, გეგეშიძემ განაცხადა, რომ მეგობარს არ სურს ამ ამბის გახმაურება და ამიტომ ის სასამართღლოს წინაშე დუმილის უფლებას გამოიყენებს და ვინაობას არ დაასახელებს.

სხვა ბრალდებულებმა, ნოშრევან წურწუმიამ, გიორგი გოგიძემ, გიორგი გიგაურმა და კობა ტყეშელაშვილმაც ასევე გაიმეორეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან და მეგობრების საგულშემატკივროდ ჩამოვიდნენ ზუგდიდში არჩევნების წინა დღეს. ბრალდებულების მტკიცებით, მათ არ ჰქონდათ ხელში ჯოხები, ან ქვები. ჯოხი კი, რომელიც კადრში ჩანს, დაპირიპირებულ მხარეს ჰქონდა.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აწყობდათ ჩხუბი მომხდარიყო იმ დღეს“, - აღნისნა ბრალდებულმა კობა ტყეშელაშვილმა.

ბრალდებულების ჩვენების შემდეგ მოსამართლე შოთა ბიჭიამ განაცხადა, რომ ბრალდებულების დაკითხვით მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა და მხარეებმა უნდა მოამზადონ დასკვნითი სიტყვები.

„კორცხელის ინცინდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები შეადგენს რვა ტომს. არსებობს 10 ვიდეო ჩანაწერი, ეს კი მოითხოვს საკმაო დროს, რომ მხარეებმა დასკვნითი სიტყვები მოამზადონ, რომელშიც გაანალიზებული იქნება მნიშვნელოვანი საკითხები“, - აღნიშნა შოთა ბიჭიამ.

მან მორიგი სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს დანიშნა.

კორცხელის ინციდენტში ექვსი სპორტსმენი იყო ბრალდებული. ერთი, გიორგი ტყემალაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მეორე ნაწილის ა" ქვეპუნქტით, ვლადიმერ გეგეშიძეს კი ამავე მუხლის მესამე ნაწილით.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით. მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს
მოხვდა.
17:28 / 26.11.2022
დნეპრზე სარაკეტო შეტევა გახორციელდა. რაკეტები საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს
მესამე პრეზიდენტ
11:17 / 26.11.2022
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
00:58 / 26.11.2022
ხობელი მოკრივე დემურ ქაჯაია მსოფლიო ვიცეჩემპიონი გახდა.
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ
შეხვედრაში,
00:17 / 26.11.2022
ზუგდიდელი მოკრივე გოჩა გორდულავა მსოფლიო ვიცეჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში,
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.