ახალი ამბები
მარტვილის მერიის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის სამუშაოებზე. მის ფარგლებში დაზიანებული კედლების, ჭერის და იატაკის აღდგენა უნდა მოხდეს კოსმეტიკური სამუშაოების პარარელურად. ასევე მოწესრიგდეს შიდა წყალმომარაგების სისტემა. უნდა დამონტაჟდეს სახანძრო სიგნალიზაციაც.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53 ათას 900 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

უფრო ადრე მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქცია იგეგმებოდა, რადგან წვიმის დროს მასში წყალი ჩამოდის, კედლები დახეთქილია და სახურავიც შეკეთებას საჭიროებს.

ადმინისტრაციული შენობის გარდა, ტენდერი ასევე გამოცხადებულია ეზოს მოწყობაზეც, რისთვისაც 41 ათასზე მეტი ლარია გამოყოფილი.