ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების მერების თქმით, არ აქვთ თანხა ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიუსაფარ ცხოველთა თანამედროვე სტანდარტის თავშესაფრის ის პროექტები გააცნეს, რომელიც კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში აშენდება.

პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა გეგეჭკორის თქმით, კახეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე თავშესაფარი 1 მილიონ 240 ათასი ლარი ჯდება. სამცხე-ჯავახეთში კი 900 ათასზე მეტი. მისი წინასწარი გათვლებით, სამეგრელოში თავშესაფრის აშენების შემთხვევაში, თითოეულ მუნიციპალიტეტს თვეში 8000 ლარის გადახდა მოუწევს.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობის ღირებულებაზე მუნიციპალიტეტების მერებმა განაცხადეს, რომ ასეთი თანხის გადახდა არცერთ მუნიციპალიტეტს არ შეუძლია.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ თავშეფარის მშენებლობა აუცილებელია, მაგრამ თუ ეს იქნება ის თანხები, რომელიც ძალიან არ დააწვება ბიუჯეტს და შევძლებთ ამ თანხების ჩადებას, რა თქმა უნდა პრობლემა მოსაგვარებელია“, - გვითხრა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან მაკალათიამ.

მის მსგავსად ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან თავშესაფრის ასაშენებლად დასახელებული თანხა ვერ გამოიყოფა.

მისივე თქმით, ის ყოველწლიურად 5000 ლარს ხარჯავს მიუსაფარი ძაღლების გურიის თავშეაფარში გადაყვანაზე.

შეხვედრაზე მყოფი ცხოველების დამცველების განცხადებით, მუნიციპალიტეტებმა უნდა გააკონტროლონ ის თანხები, რასაც ისინი თავშესაფრებს უხდიან.

„ძალიან მომეწონა თავშესაფრის პროექტი, მაგრამ საერთოდ არ უსაუბრიათ იმაზე, რომ მიუსაფარი ცხოველები ყასაბი მაღლაფერიძის ხელშია და იქ არის საშინელი მდგომარეობა. მე დავსვი შეხვედრაზე კითხვა და პასუხი არ მიმიღია“, - განაცხადა „თანასწორობის მოძრაობის“ წარმოადგენელმა გვანცა ციმინტიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორის თქმით შესაძლებელია თავშესაფრის რეგიონზე მორგებული პროექტის შემუშავება.

„მოვაწყვეთ ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, სადაც მიდის მსჯელობა, ხან ხდება შეთანხმება, ხან არა. ჩვენ დავასახელეთ დღეს ციფრები უხეშად, იმიტომ რომ არ არის რეგიონის საჭიროება შესწავლილი. რამდენიმე მერმა გამოხატა პრეტენზია იმაზე, რომ მათი ბიუჯეტი ამ პარამეტრებს ვერ გასწვდება“, - გვითხრა ლაშა გეგჭკორმა.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობებთან შეხვედრა დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით მოეწყო.

„მიუსაფარი ცხოველების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ადამიანებს. ეს არა მხოლოდ ჩვენი მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონის პრობლემაა, რადგან რეგიონს არ გააჩნია რაიმე ტიპის მაღალი სერვისი, რომელიც უზრუნვეყოლფდა ამ პრობლემის მოგვარებას. ჯერ კიდევ ადგილობრივ ხელისუფლებაში ყოფნისას გარკვეული სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. ახლა დღის წესრიგში ხელახლა დადგა ეს საკითხი. მოვიწვიეთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს აღნიშნული პრობლემების მოგვარების გამოცდილება“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

მიუსაფარ ძაღლების თავშესაფრის პროექტი ზუგდიდში 2015 წელს შემუშავდა, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი აშენებისთვის საჭირო თანხები არ აქვს.

ამ ეტაპზე, ზუგდიდიდან მიუსაფარი ცხოველები ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გადაჰყავს თავშესაფარში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით
გაიზარდა.
10:42 / 11.07.2020
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
10:26 / 11.07.2020
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი
8-ით გაიზარდა.
10:23 / 11.07.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8-ით გაიზარდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 178 პირის ბიოლოგიური
09:04 / 11.07.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 178 პირის ბიოლოგიური
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.