დასახლება დრანდაში ომიდან 25 წლის შემდეგ [ფოტო]

შენობების ნაწილში ფანჯრებია ჩამსხვრეული, ზოგან მხოლოდ კედლების ნაშთები მოჩანს, რომელსაც ხავსი მოსდებია.

ერთგან გასაშრობად ტანსაცმელებიც გაუკიდიათ. ფოტოებზე ასევე ვხედავთ საცხოვრებელს სახურავის გარეშე.

„ეს ოდესღაც იყო შესანიშნავი პატარა, მყუდრო დასახლება დრანდაში, ჩაის ქარხნის მახლობლად. სახლები ლამაზი ხის აივნებით, მაღალი ჭერით. მთელი ეზო სიმწვანეში იყო ჩაფლული. დღეს კი საცოდავად გამოიყურება, წარსულის აჩრდილია“, - ასე ასათაურებს ფეისბუკმომხმარებელი ფოტოებს.

