ორსანტიაში მოზარდი დაიღუპა
Share
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში 14 წლის მოზარდი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა რამდენიმე ახალგაზრდა
ელექტროგადამცემ ბოძზე ადიოდა. როგორც „ლაივპრესს“ ორსანტიაში მერის
წარმომადგენელმა ნათია წითლიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც
ბოძზე პირველი ავიდა, დენმა დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.