სესი: ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა 32 სოფელში მიმდინარეობს
ოფიციალური ინფორმაციითვე, ღონისძიებები მავნებლის პირველი თაობის ნიმფების (მავნებელი დაფრთიანებამდე) საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, ბრძოლის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, სახელმწიფოსთან ერთად მოსახლეობის ჩართულობა - საკარმიდამო ნაკვეთების და ნარგავების დამუშავება კონტაქტური ინსექტიციდებით.
სესი-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 270 ათას ჰექტრამდე ფართობი, ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით - 12 ათას ჰექტრამდე. ამასთან, მიმდინარეობს სიმინიდის საყანე ფართობების პერიმეტრების დამუშავება. სატრაქტორე აგრეგატებით უკვე შეიწამლა 10 ათას ჰექტრამდე ფართობი. ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია შეწამვლის ღონისძიებები საყანე ფართობებშიც.