სუბარი: „ნენსკრაჰესი“ აშენებული რომ ყოფილიყო, სტიქიას შეაკავებდა.
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა დაწყებული არ არის და შესაბამისად, საფრთხე ვერ გაჩნდებოდა. ძირითადი ნაკადები, რომელიც მოდის, ჩვენ ვერტმფრენით დავათვალიერეთ. „ნენსკრა ჰესი“ არის იმ ადგილების ზემოთ, სადაც მდინარე ადიდდა. ჰესი რომ აშენებული ყოფილიყო, მხოლოდ თუ შეაკავებდა სტიქიას, ხელს არ შეუწყობდა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. შედეგად სოფლის ნაწილი დაიტბორა.