ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა
„ვმუშაობთ, რომ იმაზე მეტი ზარალი არ მივიღოთ, რაც აქამდე გვაქვს“, - აღნიშნა მან.
კაპიტონ ჟორჟოლიანისვე ცნობით, ჭუბერის თემში ალტერნატიული გზა გახსნეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს და ყველა საჭირო საშუალებას გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც მძიმე ტექნიკა გზას გაათვისუფლებს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჭუბერის თემის ცენტრამდე შუქი მოსახლეობას მიეწოდება, მის შემდეგ დასახლებულებს კი უახლოეს მომავალში აღუდგებათ. თუმცა მანამდე, მერის თქმით, გზა უნდა გაწმინდონ, მათ შორის სოფლის მარჯვენა მხარეს გადასასვლელად.
მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას, ერთი ორსართულიანი სახლის მდინარის მიერ წაღების შესახებ, ვერც კაპიტონ ჟორჟოლიანი და ვერც მერის წარმომადგენელი სოფელ ჭუბერში, ნინო ვიბლიანი ადასტურებს ამ ეტაპზე. ამბობენ, რომ ცნობას აზუსტებენ.
ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომა უკვე გაიმართა. მას სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლილს მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებსა და აღდგენით სამუშაოებზე იმსჯელეს.
ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის, სახანძრო და სამაშველო სამსახურების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტები.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.