
მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა.

მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა.

მდინარის სანაპიროსთან განადგურებულია ინფრასტრუქტურა. წყალმა წაიღო 5 ხიდი და 4 სახლი.

გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, დროულად მოხდა ოჯახების ევაკუაცია, რადგან სახლების მდინარესთან ახლოს მდებარეობის გამო იქ დარჩენა სახიფათო იყო.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას დონემ დღეს ოდნავ იკლო.

სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიიდან გააქვთ ქვები და ლოდები.

ჭუბერის თემში ალტერნატიული გზა გახსნეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს და ყველა საჭირო საშუალებას გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ რაც მძიმე ტექნიკა გზას გაათვისუფლებს.

ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში უახლოესი დღეების განმავლობაში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა იქნება.

ჭუბერის თემში 5 ივლისის სტიქიის ამსახველი ფოტოები „ლაივპრესს“ ფოტოგრაფმა ლევან გაბეჩავამ მიაწოდა.

❗ჭუბერის
სტიქია
ფოტოებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში უახლოესი დღეების განმავლობაში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა იქნება.
სტიქიის შედეგები ჭუბერში [ფოტო]
ჭუბერის თემში 5 ივლისის სტიქიის ამსახველი ფოტოები „ლაივპრესს“ ფოტოგრაფმა ლევან გაბეჩავამ მიაწოდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სადაც 300 კომლი ცხოვრობს, წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან.
მდინარე ნენსკრამ, რომელიც მთაში მოსული ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა.
მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა.
მდინარის სანაპიროსთან განადგურებულია ინფრასტრუქტურა. წყალმა წაიღო 5 ხიდი და 4 სახლი.
გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, დროულად მოხდა ოჯახების ევაკუაცია, რადგან სახლების მდინარესთან ახლოს მდებარეობის გამო იქ დარჩენა სახიფათო იყო.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მდინარე ნენსკრას დონემ დღეს ოდნავ იკლო.
სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ტერიტორიიდან გააქვთ ქვები და ლოდები.
ჭუბერის თემში ალტერნატიული გზა გახსნეს, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანებს და ყველა საჭირო საშუალებას გადაადგილება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ რაც მძიმე ტექნიკა გზას გაათვისუფლებს.
ჭუბერის თემში 5 ივლისის სტიქიის ამსახველი ფოტოები „ლაივპრესს“ ფოტოგრაფმა ლევან გაბეჩავამ მიაწოდა.
მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 8 ივლისს შედარებით გამოიდარებს.