ზუგდიდში რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ [ფოტო]
აქ ნახავთ იმ ადამიანთა ფოტოებსაც, რომლებიც ოკუპაციას ემსხვერპლნენ. შეკრების შინაარსით უკმაყოფილება ორმა მოქალაქემ გამოთქვა. მათი თქმით, რუსეთი „მეგობარი“ საახელმწიფოა, ცუდი კი, რაც ჩვენს შორის მოხდა, უნდა დავივიწყოთ.
„რუსული ოკუპაციის ჩიხი“, „ძალა ევროპაშია“, - ამ შინაარსის წარწერებით ორგანიზატორები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ გამოსავალი ამ პირობებში არის მხოლოდ ერთი - ქვეყნის დასავლური კურსის არჩევანი.
აქცია - „რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი“ კამპანია „ძალა ევროპაშია“ ფარგლებში იმართება. მიზანი მოსახლეობისთვის იმის კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპანტია, პარარელურად კი ამ ქვეყნის მხარდამჭერ პოლიტიკას აპროტესტებენ. ამასთან, ადამიანებს მიაწვდიან ინფორმაციას, ევროპული არჩევანის უპირატესობის შესახებ.
ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა დილიდან გადაკეტილია 18:00 საათამდე. შემდეგ კი სამხატვრო გალერეაში ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.