ახალი ამბები
ეპარქია დაფინანსების შემცირებაზე საკრებულოს დასახელებულ მიზეზს არ ეთანხმება
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას საკრებულომ დაფინანსება შეუმცირა, იმ მიზეზით, რომ ეპარქია თანხას ვერ ითვისებს და ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯთაღიცხვა არ აქვს.

საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ „ლაივპრესის“ მიერ მომზადებულ მასალას ეპარქია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიას განცხადება, რომ ეპარქიამ ვერ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„თქვენი ინტერნეტგამოცემის საშუალებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ბატონ ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ნაცვლად 494 000(ოთხას ოთხმოცდა თოთხმეტი) ათასი ლარისა, (კორცხელის დედათა მონასტერი, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მონასტერი, ეპარქიაში ეკლესიებისა და ტაძრების) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გამოეყოფა 200 000 (ორასი ათასი)ლარი. იმ მიზეზით, რომ ეპარქიამ ვერ წარადგინა ხარჯთაღრიცხვა და წლის ბოლომდე ვერ ითვისებს გამოყოფილ თანხებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საზოგადოებას გვინდა ვამცნოთ, რომ 2018.19.02 N7 წერილით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას 2018 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამტკიცებული 400 000 (ოთხასიათასი) ლარის, გამოყოფაზე. მიუხედავად ჩვენი არაერთი მიმართვისა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ეპარქიას შორის გაფორმებულიყო მემორანდუმი, მხარეთა შორის დღემდე არ არის ხელმოწერილი.

ჩვენთვის ადგილობრივი ხელისუფლებიდან ოფიციალური წერილით ხარჯთაღრიცხვის წარდგენის შესახებ არავის არ მოუმართავს. ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ თითქოს ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს დადგენილ ვადებში ეპარქია ვერ ითვისებს, არ შეესაბამება სიმართლეს. ასევე ავღნიშნავთ, რომ მიმდინარე 2018 წლის განმავლობაში ერთი თეთრიც არ არის ჩარიცხული ეპარქიის ანგარიშზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტს თან ერთვის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას სახელზე გაგზავნილი წერილი, სადაც აღნიშნულია ეკლესიები, რომელთაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარებოდა.

დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის მშენებარე ტაძრისა და კორცხელის მონასტრისთვის გამოყოფილი 494 ათასი ლარის ნაცვლად, ეპარქიას 200 ათასს მისცემენ. 

ეპარქიის განცხადების შემდეგ, რომ მათთვის ხარჯაღრიცხვის მოთხოვნით ხელისუფლებიდან არავის მიუმართავს, ბესიკ ჭეჟიამ თქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.