ახალი ამბები
ჩხეტიანების ჰოსტელი, ბოსელი და ათი ძროხა ადიდებულმა მდინარემ წაიღო [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სოსო ჩხეტიანის ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომელიც ჭუბერის სტიქიამ დააზარალა. კერძოდ, დაანგრია ტურისტებისთვის განკუთვნილი ოროთახიანი ნაგებობა, სადაც ერთდროულად ათზე მეტი სტუმრის მიღება შეეძლოთ. ასევე, მთლიანად წაიღო საძროხე ათ სულ ძროხასთან ერთად. დარჩათ მხოლოდ ორი ქათამი და ერთიც ღორი. ძირითადი საცხოვრებელი სახლი ჯერჯერობით ხელუხლებელია, თუმცა შიშობენ და არ იციან, სტიქიის გაგრძელების შემთხვევაში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. სახლი მდინარიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს. გუშინდელთან შედარებით, წყალმა ეზოში უფრო მეტად შემოიწია და ახლა მასსა და შენობას შორის დაშორება სულ რაღაც ხუთი მეტრია.

ოჯახის რძალი ნათია ვიბლიანი „ლაივპრესთან“ საუბარში იხსენებს, როგორ დატოვა ოჯახმა ტერიტორია ჯერ კიდვე ორი დღის წინ. როცა მდინარის დონემ მატება დაიწყო, ყველანი სახლში იყვნენ. მამამთილმა ურჩია, ორ შვილთან ერთად თავის სახლში შეეფარებინა დროებით თავი, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლიდა. ამ საკითხზე დედამთილსაც ესაუბრა, სულ რაღაც ათ წუთში კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა.

„იცით როგორი ხმა შემომესმა? ლამის დავყრუვდი. სანამ ჩემი დედამთილი და ბავშვები ჭიშკრამდე გავიდნენ, წყალმა ძალიან მოიმატა და ჩვენს მხარეს კალაპოტი მთლიანად გაივსო. ჩემი მულებიც მაშინ ჩამოვიდნენ თბილისიდან, ისინიც ბავშვებთან იყვნენ და სხვასთან გადავედით. შეგვეშინდა, უცბად რომ წამოსულიყო წყალი და ვერაფერი მოგვესწრო. დილით, როცა დედამთილი მიბრუნდა, საძროხე დახვდა წაღებული. გვითხრა დროზე ჩამოვსულიყავით, რადგან რაც ტურისტებისთვის გვქონდა მოწყობილი, ისიც მიაქვსო წყალს. ერთი მხარე ჩავარდნილი იყო უკვე“, - გვიყვება ნათია ვიბლიანი.

მეზობლის ტრაქტორის გამოყენებით ნაგებობა ამოსწიეს ეზოს ცენტრისკენ, რომელიც თავის დროზე ძირითადი სახლიდან ხუთ ნაბიჯში იყო განთავსებული. დღეს აქ მხოლოდ დაშლილ ფიცრებს ნახავთ. მათ შორის საძროხეს ნაშთებს. იგივე საძროხე მოვარდნილმა წყალმა ორი წლის წინაც გაუნადგურა. თუმცა მაშინ მდინარე ასე მკვეთრად არ ადიდებულა. საერთოდაც, ჭუბერელებს ამ მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ.

რესპოდენტის თქმით, წყალი მიწას ნელნელა ითრევს. ამიტომაც შიშობენ და სტიქიისგან ჯერჯერობით გადარჩენილი საცხოვრებელი სახლის შენარჩუნებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ. პასუხად განუცხადეს, რომ მალე შესაბამის ტექნიკას მიაშველებენ. ასევე, მათივე ცნობით, გრძელდება სამუშაოები მდინარის ნაპირის გასამაგრებლად.

მანამ, ვიდრე საფრთხე არსებობს, ნათია ორ შვილთან ერთად მამასთან დარჩება. ოჯახის დანარჩენი წევრები სხვა ნათესავებთან გადანაწილდნენ. ამბობს, რომ სახლის სიახლოვეს მდინარისთვის ჯებირების გაკეთება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ. ფიქრობს, იქნებ ზარალის შემცირება ამ ჯებირს მაინც მოეხდინა. ნათია ვიბლიანის თქმით, ადიდებულმა მდინარემ სხვა ოჯახებიც აზარალა. მათ შორის წყალი ჭუბერის ცენტრის მხარეს განლაგებული საცხოვრებელი სახლების ეზოებშიც შევარდა.

სახლიდან ძირითადი ნივთების წაღება მოახერხეს. მათ შორის მეორე სართულზე, ტურისტებზე გათვლილი ოთახების მასალების. ფართის მოწყობა თავის დროზე ზამთრის დადგომის გამო ვერ შეძლეს. რაიმე ფორმით დახმარების პირობა, გარდა ტექნიკის მიშველებისა, მათთვის არავის მიუცია. ამ დრომდე ჩვენთან მხოლოდ გამგეობიდან იყოო ორი პირი, გვითხრა ჭუბერის მცხოვრებმა.

დღეს ყველანი ერთად მდინარის დონის კლებას და საფრთხის შესუსტებას ელიან. სინოპტიკოსები კი გამოდარებას 8 ივლისიდან პროგნოზირებენ.

5 ივლისს, მთაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთიდან მიწის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, წაიღო რამდენიმე ადგილობრივის სახლი და დამხმარე ნაგებობები.

მასალაში გამოყენებული ფოტო და ვიდეომასალა „ლაივპრესს“ ნათია ვიბლიანმა მოაწოდა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.