ზუგდიდის მერიამ ჭუბერში საკვები პროდუქტები და სასმელი წყალი გააგზავნა
მერიის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის დღიდან ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

5 ივლისს, მთაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთიდან მიწის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა. უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. წაიღო რამდენიმე ადგილობრივის სახლი და დამხმარე ნაგებობები.