ჭუბერში გაიხსნა მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი გზა
ახლა, მერის წარმომადგენლის განმარტებით, მუშაობენ, რათა აირიდონ ცალკეულ ადგილებში წყლის მოვარდნის საფრთხეები.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ნინო ვიბლიანმა აღნიშნა, რომ აღდგენის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილს შუქი უკვე დაახლოებით ორ საათში მიეწოდებათ, დანარჩენებს კი ეტაპობრივად.
ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგნეტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნენსკრას დონემ დაახლოებით 30 სანტიმეტრით დაიწია.
სოსო ჩხეტიანის სახლში, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ, ნინო ვიბლიანის თქმით, ტექნიკა უკვე მუშაობს. ისინი წყლის მოვარდნის და სახლის დაზიანების საფრთხეზე ესაუბრნენ „ლაივპრესს“ უფრო ადრე.
5 ივლისს, მთაში მოსული უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთიდან მიწის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, წაიღო რამდენიმე ადგილობრივის სახლი და დამხმარე ნაგებობები.