სამეგრელოს მუნიციპალიტეტები ჭუბერს ეხმარებიან
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.