ჭუბერის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარიც ჩაერთვება
ადგილზე ასევე ელოდებიან თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ მძიმე ტექნიკას.
ამ დროისთვის ჭუბერში ვითარება გაუმჯობესდა. დაიწია წყლის დონემ. დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაიტანა. სტიქიის ზონაში გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.