ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება
FaceBook Twitter
E-mail Print
განახლდა ზუგდიდის თეატრის სადემონტაჟო სამუშაოები. ეკონომიკის სამინისტროსგან ადმინისტრაციამ უკვე მიიღო ნებართვის წერილი. თეატრის უკანა ნაწილი მთლიანად დანგრეულია. დარჩენილია მხოლოდ წინა ფასადი. დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ დემონტაჟი პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, ან ცოტა ადრეც, როგორც მშენებლებმა უთხრეს:

„მარტო ფასადია დარჩენილი. მასაც დაანგრევენ და დემონტაჟიც ამით დასრულდება. შემდეგ დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა ნოემბრის დასაწყისში, ან უფრო ადრე“.

ზურაბ ეგუტიას ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნებიც მიიღეს, რომლის თანახმადაც შენობის ფუნდამენტი არამყარია. რატომ ვერ გამოვლინდა იგივე პირველივე ექსპერტიზისას, განმარტა:

„ეს არ ვიცი, მაგრამ როცა „ქართუმ“ დაიწყო დემონტაჟი, ჩავიდა ბოლომდე, ნახეს, რომ ფუნდამენტი საეჭვო იყო. რადგან ოთხსართულიანი ხდება თეატრი, ამიტომ, ფუნდამენტი ძალიან მყარი უნდა ყოფილიყო“.

ზურაბ ეგუტიას ცნობით, სამუშაოებზე დასახარჯი თანხაც და დროც დაახლოებით იგივე რჩება. მშენებლობა სავარაუდოდ 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ოფიციალური ინფორმაციით, რეკონსტრუციისთვის ჯამში 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე კი 130 ადამიანზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.

მანამდე დასი სპექტაკლებს კულტურის სახლში გამართავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის
ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
18:58 / 28.01.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია One Championship-ის გრანპრის ნახევარფინალში, ტაილანდელ მებრძოლს,
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება.
აქციის მონაწილეების განცხადებით,
16:09 / 28.01.2022
ზუგდიდში გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესება. აქციის მონაწილეების განცხადებით,
14:27 / 28.01.2022
"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ბათლომე შელია არ ემხრობა ამ ეტაპზე ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ
ნელა ჩამოშორდეს
13:39 / 28.01.2022
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები და ნელ ნელა ჩამოშორდეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.