ზუგდიდში ორ მოედანს სახელს მიანიჭებენ
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ზეპირად ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიას თავისუფლების მოედნით მოიხსენიებდნენ, თუმცა ეს იურიდიულად არსად არ ფიქსირდება. ამბობს, რომ ქვეყანაში ბევრი ამ სახელწოდების ქუჩა და მოედანია, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ღირებულია ეს მდგომარეობა მოსახლეობისთვის, როგორ აფასებენ მას. რაც შეეხება გია ჭანტურიას მოედნისთვის სახელის გადარქმევას, აღნიშნა:
„ეს არის გზა, რომელიც მიდის სოხუმამდე, როგორც ერთიანობის სიმბოლო. სწორედ ამ გზაზე მდებარე მოედანს ჩვენ დავარქმევთ პირველი რესპუბლიკის მოედანს, რომლის სამართალმემკვიდრეებიც ვართ, რომელიც იყო პირველი დამოუკიდებებლი რესპუბლიკა“.
ირაკლი ლაგვილავა ამბობს, რომ მის კომისიას ჯერ ეს საკითხი არ განუხილავს, თუმცა მას მხარს უჭერს. მისივე თქმით, აინტერესებთ საზოგადოების მოსაზრება ინიციატივის შესახებ, რათა საკითხის გადაწყვეტისას მათი წინადადებებიც გაითვალისწინონ.