სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთვნენ [ფოტო]

ამ წუთებში, მერის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნაპირსამაგრი და გამაგრების სამუშაოები გრძელდება. პარარელურად სამხედრო ხიდის მონტაჟი, რომელიც კიდევ ორ დღეს გასტანს.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, ჭუბერში მისი მიწოდება სრულად არ აღმდგარა, რადგან ნინო ვიბლიანის თქმით, გადაადგილება ჯერაც პრობლემაა. თუმცა განმარტა ისიც, რომ ენერგო-პრო სტიქიის ზონაში ამ სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.