ახალი ამბები
მესტიაში მოკლულ მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
სვანეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 1993 წელს დაბადებული მამაკაცი მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით, მესტიის რაიონული საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაშიგულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით 1993 წელს დაბადებული ლ.ფ. შეიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში ლ.ფ. გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს, მესტიაში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ლ.ფ.-ს და მის ორ მეგობარს დაუდგენელმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ კილ.თ. ცივი იარაღით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,
18:11 / 18.02.2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ცნობით,






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები






საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული
ადამიანები
18:05 / 18.02.2019
საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ცენტრი, რომელმაც შეყვარებული ადამიანები
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.