„ქართულმა ოცნებამ“ ექვსი თვის ანგარიში წარადგინა [ვიდეო]

თამუნა ჯიქიამ მათ მიერ ინიცირებულ საკითხებს შორის გამოყო ეთიკის კოდექსი, რომელსაც დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. ასევე საკითხები, რომელიც განხილვის ეტაპზეა. მათ შორის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი ქუჩისთვის დაღუპული მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ჟორჟოლიანის სახელის მინიჭების, ცენტრალური მოედნისთვის თავისუფლების მოედნის, ასევე გია ჭანტურიას მოედნისთვის სახელის გადარქმევის და მისთვის პირველი რესპუბლიკის სახელის მინიჭების საკითხები.
შეხვედრაზე ნაჩვენები იყო ვიდეომასალა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სადაც ადამინისტრაციულ ერთეულებში დაგებული გზების პარალელურად ბოტანიკური ბაღის და ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქციის, ასევე რუხის საავადმყოფოს მშენებლობის შესახებაც იყო ინფორმაცია შესული.

შეხვედრას არასამთავროო ორგანიზაციები, სამოქალაქო აქტივისტები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. ანგარიშის პრეზენტაციას ორგანიზება ამერიკის ეროვნულ დემოკრეატულმა ინსტიტუტმა (NDI) გაუწია. მიუხედავად მოწვევისა მას არ დასწრებია საკრებულოს ოპოზიცია.
მიზეზად ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობას ისედაც ხედავენ და იციან. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ ამის ვალდებულება არ აქვთ.