ახალი ამბები
რუს მესაზღვრეებზე განაწყენებული აფხაზები
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზები რუსეთის მესაზღვრეების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი თქმით, ისინი უხეშები არიან და ყოველ გადასვლაზე, ფაქტობრივად, დაკითხვას უწყობენ, - წერს „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ვიტალი შარია ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში, რომელსაც რადიო თავისუფლება აქვეყნებს. საუბარია ოკუპირებული რეგიონისა და რუსეთის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე.

„როცა საზღვარს გავდივარ ხშირად ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც ვერ ხედავს გადასვლის სირთულეს. კიდევ სხვა საკითხია რუსეთის საზღვართან დასაქმებულთა დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ. კი, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ როგორ ასრულებენ? არ მახსოვს, ჩანაწერების წიგნში ვინმეს კარგი რამე ჩაეწეროს, საჩივრები კი ბლომადაა“, - ამბობს დანიელ უბირია, დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ვიტალი შარია წერს, მან ეს განცხადება სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებსა და რუსეთის ახლად დანიშნულ ელჩ ალექსეი დვინიანინს შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ჟურნალისტის სიტყვებით, ამ შეხვედრაზე ლამის ყველაზე აქტუალური თემა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო პუნქტი იყო.

ელჩმა ალექსეი დვინიანმა მის საპასუხოდ განმარტა, რომ არ ჩათვალოს თითქოს სუბიექტური მიდგომა არსებობდეს აფხაზების მიმართ:

„თქვენ ვერ იგებთ, რომ მესაზღვრეებს აქვთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც კითხვები უნდა დასვან. თუ არ დასვეს, მათ მიმართ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმეც აღძრან. ამიტომ გთხოვთ, არ იფიქროთ, რომ ეს სუბიექტური მიდგომაა მესაზღვრეების მხრიდან“.

ვიტალი შარია სტატიაში იხსენებს დაახლოებით ერთი თვის წინ აფხაზურ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას:

„მესაზღვრემ რუდუნებით შეისწავლა ჩემი რუსული საშინაო პასპორტი, მოსკოვში ჩაწერით. კომპიუტერზე რაღაცას კრეფდა. დოკუმენტი აპარატში გაატარა. გადაფურცლა, ეჭვით დახედა ჩემს ფოტოსურათს, შემდეგ კი მკაცრად მიბრძანა: „მიყურეთ!“ და ისევ განაგრძო ფოტოსა და ჩემი ფიზიონომიის ერთმანეთთან შედარება. ამის მერე თქვა: „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს თქვენ ხართ! რა მიზნით მიდიხართ აფხაზეთში?“ ჩემს პასპორტში ჩემი აფხაზური გვარი და დაბადების ადგილი - აფხაზეთი - გარკვევით წერია. რატომ უნდა ვუხსნიდე, რისთვის მივდივარ სამშობლოში? უფროსს დავუძახე. ის მოვიდა და რაღაცის დაზუსტება დაიწყო, თან ჩემ მიღმა იყურებოდა. სადღაც 10 წუთი ვიდექი. რაღაცას ჯიუტად არკვევდა კომპიუტერში და შემდეგ აშკარად დანანებით დამიბრუნა პასპორტი. არც შემოუხედავს, ისე მითხრა, შეგიძლია წახვიდეო. ბოდიშის მოხდაზე ლაპარაკი არც იყო. ალბათ,ისევ მე უნდა ვყოფილიყავი მადლობელი, რომ, ბოლოს და ბოლოს, გამიშვეს. და ეს ყველაფერი, უხეშად, ცივად, ყოველგვარი ადამიანური გრძნობების გარეშე“, - წერდა ჩირიკბა სოციალურ ქსელში და ადარებდა იმას, თუ როგორ მუშაობენ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე: „ჰო შეუძლიათ, როცა უნდათ?! თუმცა განა აფხაზეთი უფრო მეგობრული ქვეყანა არ არის, ვიდრე ფინეთი?“

კომენტარებში გამოითქვა აზრი, რომ ეს საზღვარი არსებული სახით უნდა გაუქმდეს და მოეწყოს ისე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის მოწყობილი ან როგორც რუსეთსა და ბელორუსს შორის. მაგრამ სხვა შეეწინააღმდეგა: „სანამ ჩვენთან ყოველ მეორეს სახლში ავტომატი, ყუმბართმტყორცნი და ა.შ. უდევს, საზღვარი ჩარაზული იქნება“.

ჟურნალისტი ვიტალი შარია აღწერს სიტუაციას, რომელსაც თავადვე შეესწრო: „სარკმლიდან გადმოწეული მესაზღვრე დიდხანს დაკითხავდა ხუთი წლის გოგონას, რომელიც დედასთან ერთად იდგა. ერთმანეთს წვეთი წყალივით ჰგავდნენ: „რა გქვია? რა გვარის ხარ? რამდენი წლის ხარ? როდის არის შენი დაბადების დღე? დედის სახელი?“ გოგონა დაუბრკოლებლად პასუხობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ყველა ბავშვმა ხომ არ იცის ამ ასაკში? რამე რომ დავიწყებოდა? შეიძლება სწორი არა ვარ, მაგრამ შეკითხვების გაუთავებელ ნაკადს რომ ვუსმენდი, ერთი ანდაზა გამახსენდა: „აბა, აიძულე შტერი, ილოცოს“.

დე ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის საბჭოსთან შეხვედრაზე ალექსეი დვინიანინმა განაცხადა, რომ მისთვის ნონსენსია ის, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯერაც არ არის ხელმოწერილი დოკუმენტი სასაზღვრო ხაზის შესახებ.

„პროექტი აფხაზეთის მთავრობას ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გადავეცით. ვერ გამიგია, რა პრობლემაა? ვფიქრობ, რომ ასეთი საკითხები ავტომატურად უნდა გადაიჭრას. ვთხოვ საზოგადოებრივ პალატას, შუამდგომლობა გაუწიოს ამ საკითხის მოგვარებას. თქვენ მომმართავთ რაღაც კითხვებით და პრობლემებით საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით, მაშინ როცა საბაზისო დოკუმენტებზე არ გვაქვს ხელი მოწერილი“, - ამბობს ალექსეი დვინიანინი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს
20:19 / 05.07.2020
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის
მასშტაბით
19:46 / 05.07.2020
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის მასშტაბით
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი
მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
18:30 / 05.07.2020
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის
გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში
18:10 / 05.07.2020
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში "ლაივპრესს"
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.