პუტინი: საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია გვექნება
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მან კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს ნატოში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი.
„რა თქმა უნდა, იქ ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, თუმცა ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში მიღებამდე, ნატო-ს ცალკე წევრებთან ხომ შეიძლება მუშაობა ორმხრივ საფუძველზე. ეს გაკეთდა პოლონეთთან, რუმინეთთან, სადაც ახლა მიმდინარეობს აშშ-ის სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსება“, - აღნიშნა მან.
უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება, თუმცა რა, არ დაუკონკრეტებია.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.