ახალი ამბები
ვინ ამოწმებს სურსათის ხარისხს, რომელსაც ზუგდიდის ბაზარში ყიდულობთ? [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ბაზარში, საღამოს ძველი ხის ნარჩენებისგან აწყობილი დახლები ცარიელია. ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები და კატები დასეირნობენ. გზებზე და ტროტუარებზე აყრილია ასპალტი და ღრმულებში წყალი გროვდება. სამუშაო ფართები მოვაჭრეებს ბრეზენტის ნაჭრებით აქვთ გადახურული.

შპს ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მენეჯერი მანანა ბარძემიშვილი აცხადებს, რომ ადმინისტაცია ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას იმ ნაწილში ცდილობს, რომელიც მისი საკუთრებაა. ბაზრის ტერიტორია კი, რაც 4000 კვადრატულ მეტრზე მეტია, მთლიანად მათ არ ეკუთვნით.

„ჩვენი მხოლოდ ბაზრის გადახურულ ნაწილია. ვცდილობთ, ნელ-ნელა მოვაწყოთ. დანარჩენი, კერძო პირების საკუთრებაშია, ან ადგილობრივი თვითმმართველობის და ეკონომიკის სამინისტროსი, რაც უკვე ჩვენ აღარ გვეხება“, - თქვა მანანა ბარძემიშვილმა.

„ლაივპრესს“ შპს-ს წარმომადგენელმა უთხრა, რომ ათზე მეტი წერილი აქვთ გაგზავნილი მერიაში მაწანწალა ძაღლების ტერიტორიიდან მოშოროების თხოვნით, რასაც რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია.

საწინააღმდეგოს ამბობენ მერიაში. მათი ცნობით, მიუსაფარი ძაღლები ქალაქიდან ოზურგეთის თავშესაფარში გაჰყავს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას და ეს პრობლემა ეტაპობრივად გვარდება. პრესსამსახურის წარმომადგენელი, მაგდალინა თოდუა ამბობს, რომ უგზავნიან გაფრთხილებას კერძო მესაკუთრეებს და პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი მარიკა გულუა ამბობს, რომ წელიწადში სამჯერ ხდება გეგმიური კონტროლი, როგორც ბაზრის გადახურულ ნაწილში, ისე მის გარეთაც. სხავადასხვა ინფორმაციის საფუძველზე დამატებითაც აწარმოებენ მონიტორინგს. თავდაპირველად დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შპს-საც და კერძო პირს ეძლევა რეკომენდაცია, თუ არ გამოსწორდა, იწერება ჯარიმა. „განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ხორცის განყოფილებაზე, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი. ორი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ხორცი უკვე მაცივრებშია შენახული და არის ეტიკეტირებული“, - აცხადებს მარიკა გულუა.

სესის წარმომადგენლის ინფორმაციით, პრობლემას ქმნის ის, რომ მოვაჭრეთა ნაწილი არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, როგორც მწარმოებელი ან რეალიზატორი, რაც აუცილებელია მათთან კანონის ფარგლებში ურთიერთობისთვის.

სესი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რეგისტრაცია აუცილებელია და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აჯარიმებს.

რეგულაციები, რომელსაც დღეს სესი, ბაზრის ადმინისტრაცია და ზუგდიდის მერია ატარებენ საკმარისი არ არის სასურველი შედეგის მისაღებად, რადგან წლების მანძილზე ზუგდიდის ბაზარში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა მდგომარეობა. რა დრო დასჭირდება მას თანამედროვე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უცნობია.
Print E-mail
Twitter
არჩევნები
ვიდეო
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ზოოპარკი ბეტონის ცხოველებით [ვიდეო]
„ბეტონის ცხოველების და ფრინველების ზოოპარკი“ ზუგდიდში,
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ფოტო
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
ორიგინალური და სახალისო სააღდგომო კვერცხები [ფოტო]
წითლად შეღებილი კვერცხი აღდგომის დღესასწაულის
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.