სენაკში ავტომობილის ძეგლი დაიდგმება
„მაშინდელი გაზეთები წერენ, რომ გვათუამ ავტომობილის ყიდვა ლიკანში მყოფ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ რომანოვსაც კი დაასწრო (ამ უკანასკნელმა 10-ცხენისძალიანი და 4-ადგილიანი "მორისი" პარიზიდან მძღოლიანად გამოიწერა). ავტომობილი დიდი ზარ-ზეიმით თავად ჩაიყვანა სენაკში და თავის ნათესავთან, ჭიჭიკო იოსავასთან გააჩერა. თან თავადები - ფარნაოზ და ბარდალა მხეიძეები და ფოტოგრაფიც იახლა, რომელსაც სენაკში ზარ-ზეიმით შესვლა უნდა გადაეღო“, - ამბობს ედიშერ ბაღათურია.
მისივე თქმით, არსებობს მანქანის მაკეტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საზეიმო ღონისძიებისთვის შეიქმნა. მისი დამონტაჟება რკინიგზის სადგურთან უახლოეს მომავალში იგეგმება.