ჭუბერში ზარალის დათვლა ჯერ არ დაუსრულებიათ
რაც შეეხება ოჯახებს, რომლებსაც ადიდებულმა მდინარემ სახლები სრულად დაუნგრია, მერის თქმით, ჯერ ექსპერტიზისგან ელოდებიან პასუხს, შესაძლებელია თუ არა ამ საცხოვრებლების აღდგენა, თუ სხვა ადგილას გამოუყოფენ ფართს.
უფრო ადრე კაპიტონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს გადააჭარბოს.
უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები და ათამდე თემი გარესამყაროს მოწყვიტა.