ახალი ამბები
მინისტრის მოადგილე: ფაროსანას გავრცელების რისკები მინიმუმამდე შემცირდა
ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია. მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში და ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ სამეგრელოში ყოფნისას, სადაც მეცნიერებისთვის ტური მოეწყო მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონიძიებებზე. მანვე საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, პარარელურად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი, მობილიზებული ტექნიკა, მოისმინეს ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. გაეცნენ აბაშის მუნიციპალიტეტში საყანე ფართობების ქიმიური დამუშავების პროცესს.

მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პირები, სამეგრელო- ზემო სვანეთის რწმუნებული ლევან შონია და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენლები.