ახალი ამბები
ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის დადიანების სასახლის ეზოში დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გაიმართა. აქ წარმოდგენილი იყო სხავადასხვა კომპანია, რომლებიც დაინტერესებულ პირებს აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რა ვაკანსიები აქვთ, ინიშნავდნენ მათ საკონტაქტო მონაცემებს, შემდეგი გასაუბრებაზე დაბარების მიზნით. ახალგაზრდების თქმით, ქვეყანაში დასაქმება მართლაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ბევრი ამ დრომდე ეძებს სამსახურს.

ფესტივალის ინიციატორი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც ამბობს, რომ ღონისძიების მოწყობისკენ სწორედ შემდეგმა მოცემულობამ უბიძგათ - პრობლემის რეალურობას ადგილობრივთან ერთად უცხოური კვლევებიც ადასტურებს.

„ამიტომ, ყველა ღონისძიება, რომელიც ამ თემას ეხება, მნიშვნელოვანია. დღეს აქ წარმოდგენილი ორგანიზაციები შეეცდებიან იპოვონ მათთვის საჭირო მუსახელი. ასევე, ძალიან მნიშვენლოვანია იმ სერვისების გააქტიურებაც, რომელიც ხელს შეუწყობს დამსაქმებელს და დასაქმების მაძიებელს შორის ურთიერთობებს“, - განმარტა მან და აღნიშნა, რომ თუ დღევანდელი აქტივობით რამდენიმე ადამიანის დასაქმება მოხერხდა, ის წარმატებულად ჩაითვლება.

თავის მხრივ, ორგანიზატორის, „ეიჩარ ჰაბის“ დირექტორ ანა ნავდარაშვილის თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანია, რადგან აქცენტს აკეთებენ რეგიონებსა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაზე სასურველი სამსახურის ძებნის პროცესში.

„რეალური მოლოდინი არის ის, რომ დღეს მინიმუმ ასმა ადამიანმა იპოვოს მისთვის სასურველი სამსახური“, - განმარტა მან.

ფესტივალის ფარგლებში ცალკეულმა გამომსვლელებმა ისაუბრეს, თუ რა არის საჭირო წარმატებული კარიერისთვის, და როგორ შეიძლება ამ ყველაფერს მიაღწიო. პარარელურად, ადგილობრივი ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.

ღონისძიებაზე ბავშვების შესრულებით გაჟღერდა „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი შექმნა.

ფესტივალი კონცერტით დასრულდა.

აქტივობა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს უნივერსიტეტის, ასევე USAID-ის პროექტის "ზრდა" და World Vision საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.

Print E-mail
Twitter
ვიდეო
ჰოლანდიური ნესვის სათბური ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ ცაიშში 65 წლის გენო ასათიანს ნესვი მოჰყავს.
ზუგდიდის „საარჩევნო ტურიზმის“ მადლი [ვიდეო]
არჩევნები დასრულდა და ქალაქი ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.
დამკვირვებელი ქალი, რომელიც არჩევნებმა პოპულარული გახადა [ვიდეო]
63 წლის ქეთევან სორდია ზუგდიდის სოფელ კახათში ცხოვრობს.
ცირკი ცხოველების გარეშე - აქცია ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში ცირკის ცხოველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
არის თუ არა შრომითი უფლებები დაცული - გამოკითხვა
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა.
ფოტო
ქვეყნის დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავი ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდელები საქართველოს დამოუკიდებლობის 101-ე წლისთავს აღნიშნავენ.
ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია [ფოტო]
ზუგდიდის ბულვართან ცენტარლური გზების ჩაკეტვამ ქალაქში
ქვეითთა შეზღუდული უფლებები ზუგდიდში [ფოტო]
ქვეითთა უფლებები ზუგდიდში ხშირად ირღვევა.
პროტესტი ვენეციის კომისიის სახელით [ფოტო]
უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ
ქვეითთა წაშლილი გადასასვლელები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრში, საავტომობილო გზებზე ქვეითთა გადასასვლელები
მზარეულის მაგიდა
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.