ფოთის საბაჟოზე ყალბი მონაცემების წარდგენისთვის ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
მათი ინფორმაციით, ერთმა ბრალდებულმა ერთ-ერთი კომპანიის სახელით, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოს მას 11 250 კგ რძის ფხვნილი შემოჰქონდა. თუმცა, სამინისტროს ცნობით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ რეალურად ბრალდებულს 773 190 საბაჟო ღირებულების პროტეინი გადაჰქონდა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბრალდებულმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მისივე მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილით საქართველოში სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ტრანზიტით შემოიტანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული საქონლის ღირებულება 63 988 ლარია.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.