ახალი ამბები
კორცხელის საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს არა ხულიგნობაში, არამედ ცემაში
FaceBook Twitter
E-mail Print
მოსამართლე შოთა ბიჭიამ კორცხელის ინცინდენტის სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოცხადებამდე მედიისთვის გააკეთა განმარტება. მან ახსნა, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულების მიმართ მუხლის შეცვლაზე.

მოსამართლის განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა მათ მიერ ჩადენილი ხულიგნობა.

„ვინაიდან ამ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, ამიტომ მინდა გავაკეთო განმარტება, რომ არ დარჩეს კითხვები, თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიცია, განცხადებები იმაზე, რომ უფრო მკაცრი მუხლი უნდა ყოფილიყო ბრალდებულების მიმართ წარდგენილი, მაგრამ სასამართლო არ არის დევნის ორგანო. ის არ არის ვალდებული უფრო მძიმე ბრალდებით გაასამართლოს. ეს პროკურატურის კომპეტენციაა. ასევე იყო საუბარი, რომ მომხდარ ინცინდენტში ჩართულები იყვნენ სხვა პირებიც, თუმცა ახალი ფაქტობრივი გარემოებების ძიების უფლება სასამართლოს არ გააჩნია. ესეც ბრალდების მხარის კომპეტენციაა. ითქვა ასევე, რომ უნდა დადგეს დამნაშავეების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიც, თუმცა ვაცხადებ, რომ ესეც სასამართლოს კომპეტენციას სცდება“, - აღნიშნა მოსამართლემ.

მისივე თქმით, ბრალდებაში წერია, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილი პირები ბრალდებულები არიან ხულიგნობის მუხლით, რომელიც გულისხმობს საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემლობას, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევას და სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენებას.

„მაგრამ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგენა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ადგილი ჰქონდა ხულიგნობას. მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დასტურდება, მათი ქმედებები გამოწვეული იყო აღელვებით და მათ მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების მიმართვით გამოწვეული შურისძიებით. იკვეთება, რომ იქ მომხდარ ყველა ეპიზოდს ჰქონდა თავისი მიზეზი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხულიგნობის მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მათ მიმართ შეფარდებული სასჯელი იყოს გათვალისწინებული 125-ე მუხლის პირველი ნაწილის ძველი რედაქციით, რომელიც ცემას გულისხმობს. მათ დაეკისროთ ფულადი ჯარიმა და ასევე დაუბრუნდეთ გირაოს სახით გადახდილი თანხა“, - განაცხადა შოთა ბიჭიამ.

სასამართლოს დასრულების შემდეგ პროკურორმა ნუგზარ ჯიქიძემ განაცხადა, რომ მათ შესაბამისი მტკიცებულებები სასამართლოში წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ მუხლი შეცვალა.

„დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას და მას შემდეგ ვიფიქრებთ გავასაჩივრებთ თუ არა“, - უთხრა ჟურნალისტებს ნუგზარ ჯიქიძემ.

ბრალდებულების ადვოკატის, ზურაბ ბელთაძის განცხადებით, მოსამართლემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ხულიგნობა არ ჩაუდენიათ.

დღეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, კორცხელის საქმეზე ბრალდებულებს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.

გიორგი გოგიძეს 3000 ლარის გადახდა დაეკისრა, გიორგი გიგაურს 4000 ლარის, ნოშრევან წურწუმიას - 5 ათასი ლარი, კობა ტყეშელაშვილს - 6000, ვლადიმერ გეგეშიძეს კი 7000 ლარის.

ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს დაუბრუნდებათ გირაოს სახით გადახდილი თანხა.

საქმეზე სასამართლო განხილვები წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ინცინდენტთან დაკავშირებით დაიკითხა 102 მოწმე. საქმეში არსებული მასალები შეადგენს რვა ტომს.

22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შედეგად ექვსი ადამიანი საავადმყოფოშიც მოათავსეს სხვადასხვა დაზიანებით. მათ შორის ორი პოლიციელი. ინციდენტისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული
პოლიტიკური
22:25 / 06.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.