ახალი ამბები
პრემიერი: ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაა
FaceBook Twitter
E-mail Print
მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რასაც მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი და ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

„ეს იყო ძალიან მძიმე დღეები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო მტკიცედ დგას, რა თქმა უნდა, აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.

ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე, არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რა თქმა უნდა - საქართველოს დაბრუნება თავის ოჯახში - ევროპულ ცივილიზაციაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ასეთი ქვეყანაა ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, რათა ერთად აშენონ ერთიანი და ზლიერი სახელმწიფო.


მამუკა ბახტაძე 7 აგვისტოს საქართველოში პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელთა მონაწილეობით ომიდან 10 წლისთავზე გაიმართა მრგვალი მაგიდა სიმბოლური სახელით - „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ვემსახურებით. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები.

ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია - 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ზუგდიდელი
ბიზნესმენის
11:38 / 22.08.2019
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ზუგდიდელი ბიზნესმენის
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა,
ემა გოგოხიამაც დატოვა.
22:23 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა, ემა გოგოხიამაც დატოვა.
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის
არიან
19:33 / 21.08.2019
ტელეკომპანია რუსთავი 2 ჟურნალისტების ნაწილმა დატოვა. მათ შორის არიან
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას
შტაბს ცეცხლი
18:30 / 21.08.2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ოლეგ არშბას შტაბს ცეცხლი
საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.