პრემიერი: გუბერნატორებს უახლოეს მომავალში წარვადგენთ
„მინდა განვმარტო, რომ მე არ ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ რეგიონებში გუბერნატორები. ვაპირებ, რომ ერთიანად წარვუდგინოთ გუბერნატორები საზოგადოებას“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 26 ივლისს პრემიერმა 5 რეგიონის - შიდა ქართლის, მცხეთა - მთიანეთის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე - ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. უკვე რამდენიმე თვეა გუბერნატორის ადგილი ვაკანტურია იმერეთის რეგიონშიც.
მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გაათავისუფლა თანამდებობიდან. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზად მან რეგიონული მმართველობის პოლიტიკაში ახალი მიდგომების შემუშავება და არსებული პოლიტიკის არაეფექტურობა დაასახელა.