ჩხოროწყუში უძველესი რკინის სახელოსნო აღმოაჩინეს
„არქეოლოგიური გათხრები დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. ნაპოვნი ნივთები ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. ჩვენს საგამოფენო დარბაზში არის აქ აღმოჩენილი რკინის ცულები. ცნობილია, რომ ჩხოროწყუში 40-მდე რკინის სახელოსნო არსებობდა“, - აღნიშნა მან.
მუზეუმის დირექტორმა გვითხრა, რომ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შესახებ თხოვნით მიმართა კულტურის სამინისტროს და ასევე გათხრების დაწყებაზე ნებართვა აიღო კერძო მესაკუთრისგან.
გათხრები ჯუმითის უბანში მცხოვრებ როლანდ ხუნტუას საკარმიდამო ნაკვეთზე ჩატარდება.