რაულ ხაჯიმბამ პუტინი და მედვედევი „დამოუკიდებლობის“ 10 წლისთავზე მიიწვია
„მოსაწვევი გავუგზავნეთ რუსეთის ფედერაციის სხვა ხელმძღვანელ პირებსაც. ასევე იმ სუბიექტების წარმომადგენლებს რუსეთის, რომლებიც აქტიურად ეხმარებოდნენ აფხაზეთს საომარი მოქმედებების დროს. აღმოუჩინეს ჰუმანიტარული დახმარება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ჟურნალისტის კითხვას, უნდა ველოდოთ თუ არა აფხაზეთის აღიარებას მიმდინარე წელს კიდევ რომელიმე სახელმწიფოსგან, დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიური საქმიანობა ძალიან სპეციფიურია და ის არ ექვემდებარება წინასწარ დაანონსებას. მანვე აღნიშნა, რომ სირიის მხრიდან აღიარება მიმდინარე მუშაობის ერთ-ერთი მაგალითია. ხაჯიმბას თქმით, ისინი განაგრძობენ საერთაშორისო არენაზე აფხაზეთის პოზიციების გამყარებას.
„ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზანს“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა.