ახალი ამბები
სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ეს ის სახლია ძველ ხიბულაში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

ხეთის ციხე

იგივე სტატუსი მიენიჭა ხობში კიდევ შვიდ ობიექტს. ესენია - ხეთის ციხე, ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, ზემო ქვალონის წმინდა გიორგის ტაძარი, ზენის ციხე. ასევე, ამ ნუსხაში მოხვდა ყურუმულიას ციხე-ჯიხა, მაჩხომერის ციხე და გაღმა საჯიჯაოს ციხე.

ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია