ახალი ამბები
ზუგდიდელმა სტუდენტებმა მერს უფასოდ მგზავრობის დაპირება შეახსენეს
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ კუკავა დაინტერესდა, შეასრულებს თუ არა ზუგდიდის მერი ლაშა გოგია მათთვის მიცემულ დაპირებას, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის უფასო მგზავრობის შესახებ.

მან ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ანგარიშის წარდგენაზე ფრაქციის წევრებს ჰკითხა, ექნებათ თუ არა მათ ახალი სასწავლო წლიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა.

„დაახლოებით ორი თვის წინ მერი ჩვენთან იყო უნივერსიტეტში და დაგვპირდა, რომ სექტემბრის თვიდან სტუდენტები და ლექტორები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური ავტობუსებით. სწავლა ოქტომბრის შუა რიცხვებში გვეწყება და მაინტერესებს, რამდენად რეალურია ეს დაპირება“ , - განაცხადა მარიამ კუკავამ.

მისივე თქმით, მათ მანამდეც არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას მგზავრობის საფასურის განახევრების მოთხოვნით, თუმცა დაპირების მიუხედავად, ახალგაზრდობისთვის შეღავათით მგზავრობა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მისი კითხვის პასუხად, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ მერის ასეთი დაპირება მისი ვარაუდით, პიარის ნაწილია.

„ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს დაპირება მისი სტუდენტებთან შეხვედრის პიარის ნაწილი იყო“, - აღნიშნა მან.

მერიაში კი აცხადებენ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, რა თანხაა ამისათვის გამოყოფილი ზუგდიდის ბიუჯეტიდან, მერიის განმარტებით, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს საკითხიც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

2016 წლის მარტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ, დანარჩენი სტუდენტები კი ნახევარ ფასში იმგზავრებენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე
19:19 / 22.01.2019
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობას საკვებ პროდუქტებზე






წითელას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,
18:01 / 22.01.2019
წითელას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგისტრირებული პირთა
სამედიცინო მომსახურება
17:25 / 22.01.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რეგისტრირებული პირთა სამედიცინო მომსახურება






უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა
ფაქტობრივად
16:39 / 22.01.2019
უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად
ლაივპრესის სტუდია
ნიკოსეული სასახლის რეკონსტრუქცია დასრულდა, თუმცა ცალკეული სამუშაოები
ვიდეორეპორტაჟი
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.