აბაშის ორ სოფელში მოქალაქეთა ევაკუაცია დასრულდა
„გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტები აზარალა. დაიტბორა მოსახლეობის სახლები და ეზოები, საკარმიდამო ნაკვეთები. ასევე განადგურდა მოსავლის ნაწილი.