ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა აღწერა დაიწყო
მთავრობის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე დაუკავშირდებიან მხოლოდ ისეთ პირებს, რომელთაც რეგისტრირებულ საკუთრებაში/სარგებლობაში აქვთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. მათი ჯამური ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,25 ჰა-ს. ამავდროულად, ისინი უნდა იყვნენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო პროგრამის ბენეფიციარები, ან სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული რომელიმე სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით.
„რეესტრში საკუთარი ინიციატივით დარეგისტრირების მსურველ პირებს დარეგისტრირება შეუძლიათ სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით, სადაც დარეკვის და საკუთარი ფერმერული მეურნეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, რომელიც დადასტურდება გადამოწმების შედეგად, პირი ავტომატურად დარეგისტრირდება რეესტრში“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.