მარტვილის მერია ტაძართან მისასვლელ გზას დააგებს
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მარტვილის მერია სოფელ თამაკონში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის #136 განკარგულების საფუძველზე. გარანტია შესრულებულ სამუშაოებზე 2 წელია.
სატენდერო წინადადებების ვადა დღეს იწურება.
თამაკონის ეკლესია მე-18 საუკუნის არქიტექტურული ძეგლია.