ახალი ამბები
ჭუბერის მცხოვრები: შეხვედრით კმაყოფილი ვარ და ველოდებით მთავრობისგან შეტყობინებას
FaceBook Twitter
E-mail Print
ჭუბერში დასრულდა მთავრობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეხვედრა. შეხვედრის მონაწილე გარი ჩხვიმიანმა „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შედეგით კმაყოფილია და შემდგომ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ელოდება. მისი თქმით, რას ითხოვდნენ და რისი საჭიროების წინაშე იდგნენ, საკითხები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიაწოდეს. მათ შორის თანხმობა მიიღეს იაფი და გრძელვადიანი სესხებით მხარდაჭერაზე, რაც მოსახლეობას სხვადასხვა იდეის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

„მე მინდა ფული დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი. დავდებ პროექტს, თუნდაც იდეის სახით. ამ პროექტშიც უნდა დამეხმაროს სახელმწიფო, რომ იდეა პროექტად მაქცევინოს. ნებისმიერი საქმე, რომელიც განავითარებს რეგიონს, თანადაფინანსებისთვის მზად არიან“, - გვითხრა გარი ჩხვიმიანმა.

მისი განმარტებით, იმ რეალობას, რა რეალობაშიც იმყოფებიან, შესაძლებლობები უნდა მოარგონ. მაგალითად, განავითარონ ტურიზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დარეგულირდეს ხე-ტყის მოპოვების საკითხიც, რადგან მოსახლეობამ უნდა გამოიზამთროს.

„ეკოტურიზის დასაფუძნებლად რამდენიმე წელია ვმუშაობ. ადრე არ იყო ხელშეწყობა. ალბათ ახლა გამოიღვიძებენ. ველოდებით შეტყობინებას მთავრობისგან“, - განმარტა სვანეთის მკვიდრმა.

თავის მხრივ, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებები წარადგინეს, რომელთაგან ნაწილის სწრაფად გადაწყვეტა შეიძლება, დანარჩენი კი გრძელვადიან განვითარებას ეხება.

„მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების პრობლემა. მაგალითად ვიღაცის მანქანა არის გაჩერებული, არ უბრუნებენ. ჩემი პასუხი ამ შემთხვევაში მარტივია, ჩავალ თბილისში და მოვიკითხავთ, თუ იქნება კანონიერი დავაჩქარებთ დაბრუნებას, თუ დარღვევაა, დარღვევით არავინ უნდა იმუშაოს. კანონი უნდა იყოს ყველასთვის კანონი. ამნისტია შესაძლებელია, თუმცა ეს უნდა იყოს ერთიანი მთელს ქვეყანაში და განსხვავებული მიდგომა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ვერ იქნება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოფელ ჭუბერში, ადგილობრივ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდნენ. მათ პრობლემების მოსმენის პარარელურად, შეკრებილებს ახალ სატყეო კოდექსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას მათთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ქანთარია, პარლამენის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლის 26 ივლისს შემოსავლების სამსახურმა ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროების შემოწმება დაიწყო, რასაც ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოყვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.