ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ მოქალაქეთა გასააქტიურებლად მემორანდუმი გააფორმა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მას ხელი საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილმა, მერმა ლაშა გოგიამ და პლატფორმის რეგიონულ წარმომადგენელ ასოციაცია „მერკურს“ შორის. ამ თანამშრომლობის მიზანი ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაძლიერებაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხელისუფლების კონტროლი ბევრად ეფექტური შედეგისთვის.

ნათია კუპრაშვილის თქმით, შეთანხმება ყველა იმ სფეროს და მიმართულებას მოიცავს, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. მისი განმარტებით, მემორანდუმი არ არის ფორმალური ხასიათის. პირიქით, გულისხმობს კონკრეტულ პასუხისმგებლობებს, რომელსაც ზუგდიდის მერია იღებს.ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს პირველ რიგში ერთგვარი ინსტრუმენტია არასამთავრობოებისთვის, რომელიც უკეთესი შედეგის მისაღწევად უნდა გამოიყენონ.

„ზუგდიდი არის პირველი მუნიციპალიტეტი, რომელიც ხელს აწერს მემორანდუმს. ეს არის გაბედული ნაბიჯიც მათი მხრიდან. აქ კონკრეტული ვადებიც არის გაწერილი, თუ სამოქალაქო სექტორისგან წამოვა მოთხოვნა, კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა ვადებში უნდა მიეწოდს ინფორმაცია, შესაბამისი სხდომები როდის ჩატარდეს, სადაც არასამთავრობოთა კითხვებს ხელისუფლების წარმომადგენლები უპასუხებენ“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული კოორდინატორი, ლაშა ტუღუში ამბობს, რომ მემორანდუმი სერიოზული ბერკეტია, ამ პროცესში კი მთავარი ხალხია, თუ როგორ გამოიყენებენ ადამიანები მათთვის მიცემულ შესაძლებლობას.

„სისტემა ძალიან ეფექტურია, ამართლებს ეს მოდელი, აპრობირებულია ბევრ ქვეყანაში, სადაც მოქალქეები ასეთი ტიპის მეორანდუმებით ახერხებენ უფრო ღრმად იყვნენ პროცესების მონაწილეები“, - განმარტა მან.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერის თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის მსგავსი ინსტრუმენტის არსებობა, და მათ ინტერესშია მოსახლეობის გააქტიურება, თანამონაწილეობა მაგალითად ბიუჯეტის დაგეგმვის, თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დაესწრო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს
20:19 / 05.07.2020
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის
მასშტაბით
19:46 / 05.07.2020
ხვალიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ქვეყნის მასშტაბით
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი
მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
18:30 / 05.07.2020
სამეგრელოს პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულია
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის
გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში
18:10 / 05.07.2020
საოკუპაციო ზოლთან, მდინარე ენგურის სიახლოვეს რამდენიმე ქალის გაუჩინარებაზე მედიით ინფორმაცია ვრცელდება. სუსში "ლაივპრესს"
ვიდეო
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია „თოკების პარკის“ მოწყობა მიმდინარეობს.
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა ქორწილის და სხვა მასშტაბური
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
არჩევნები და კორონავირუსი - რას ფიქრობს ამომრჩეველი - [გამოკითხვა]
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ პანდემიის გამო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.