აფხაზეთში მცხოვრები ბავშვები სურამში დაისვენებენ
ბავშვები, რომელთა ასაკი ერთიდან შვიდ წლამდეა, მშობლებთან ერთად ბანაკში ათ დღეს დაჰყოფენ. პროექტის მიზანი იმ პატარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიეკუთვნებიან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წინადადებას ზუგდიდის მერია მესამე წელია აფინანსებს. წელს საამისოდ 6 ათასი ლარი გამოიყო.
„იმედის“ ცნობით, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ ბანაკში ბავშვების ჯანმრთელობაზე პედიატრი იზრუნებს.