ახალი ამბები
სუსმა „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ , შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას სუსი ავრცელებს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რა სახის შესაძლო დანაშაულზეა საუბარი.